„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №22 დადგენილების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016169
25
29/05/2015
ვებგვერდი, 01/06/2015
190020020.35.121.016169
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №22 დადგენილების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 29 მაისი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №22 დადგენილების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №22 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში:

ა)  სათაური შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“.

ბ)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, ამ წესის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს/ საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან და სხვა ხარჯებთან, განისაზღვროს თვეში 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დაქვითვების გათვალისწინებით.“

გ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი