ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016168
19
29/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
010250000.35.106.016168
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2015 წლის 29 მაისი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა



დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის  წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი

მუხლი 1
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდეგში - საკრებულო) მასმედიის  წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი (შემდეგში - აკრედიტაციის წესი) განსაზღვრავს მასმედიის (პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის) წარმომადგენლების (შემდეგში - ჟურნალისტი) მიერ საკრებულოს სხდომებზე აკრედიტაციის გავლის პროცედურას.
2. ჟურნალისტის აკრედიტაცია შესაძლებელია გრძელვადიან, დროებით და სპეციალურ საფუძველზე.
ა) გრძელვადიანი აკრედიტაცია გაიცემა 1 წლის ვადით;
ბ) დროებითი აკრედიტაცია გაიცემა 3 თვემდე ვადით;
გ) სპეციალური აკრედიტაცია გაიცემა კონკრეტული მოვლენის გასაშუქებლად.
3. აკრედიტაციის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მასმედიის წარმომადგენლის ხელმძღვანელობის წერილობითი თხოვნა მისი ჟურნალისტის აკრედიტაციის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება ჟურნალისტის სრული სახელი და გვარი; პირადი ნომერი;
ბ) ჟურნალისტის სამსახურებრივი მოწმობის ასლი;
გ) ჟურნალისტის პირადობის მოწმობის ასლი.
4. ამ თავის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (შემდეგში - საკრებულოს აპარატი).
5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილია, საკრებულოს აპარატი წერილობით აცნობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლობას ამის შესახებ და 3 დღის ვადაში სთავაზობს სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენას.
6. საკრებულოს სხდომებზე დასასწრებლად მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთი კორესპოდენტი, ერთი ფოტოკორესპოდენტი ან ერთი ტელეოპერატორი.
მუხლი 2
მასმედიის წარმომადგენელს აკრედიტაცია შეიძლება გაუქმდეს:
ა) გაზეთის, ჟურნალის, საინფორმაციო სააგენტოს, ტელევიზიისა და რადიოკომპანიის ხელმძღვანელის ან მისი მოვალების შემსრულებლის განცხადების საფუძველზე;
ბ) ჟურნალისტის მიერ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დამახინჯების ან გაყალბების, თანამშრომელთა შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებისათვის;
გ) ჟურნალისტის მასობრივი ინფორმაციის ერთი საშუალებიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 3
ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტაციის არმქონე მასმედიის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე არ დაიშვებიან.