ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ

ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016169
20
29/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
010250000.35.106.016169
ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2015 წლის 29 მაისი

ქ. ხობი

 

ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ქალაქ ხობში დასახლებული ტერიტორიები, სადაც ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის კანონით დადგენილია სანქციები:
ა) ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდინარე ხობის წყლის ხიდიდან, ცოტნე დადიანისა და  რუსთაველის ქუჩების გადაკვეთამდე არსებული პარკ-ხეივნებისა და ტროტუარების ტერიტორია;
ბ) სტალინის ქუჩაზე ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან  სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთამდე არსებული მოედნებისა და ტროტუარების ტერიტორია;
გ) 9 აპრილის ქუჩაზე არსებული ტროტუარების ტერიტორია;
დ) კოსტავას ქუჩაზე არსებული ტროტუარების ტერიტორია;
ე) ბერიას ქუჩიდან აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთამდე არსებული ტროტუარების ტერიტორია.
ვ) ჭყონდიდელის ქუჩაზე არსებული ტროტუარებისა და 9 აპრილის პარკ-ხეივნის მიმდებარე  ტერიტორია.
მუხლი 2
პირველი მუხლით განსაზღვრული დასახლებული ტერიტორიის ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 3
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობით ფეკალური მასებით დაბინძურებისას გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას. 
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა