დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 277 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 16/07/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.05.001.001.529 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ.46) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით.“.
2. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები. პრეზიდიუმის დანარჩენ წევრებს ამტკიცებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე დანიშვნიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.“.
3. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 58-ე და 59-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58
კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
მუხლი 59
კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან ერთად წარუდგენს თავის მოხსენებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 30 ივნისი.
№277–რს
დოკუმენტის კომენტარები