„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016206
18
29/05/2015
ვებგვერდი, 02/06/2015
010260020.35.110.016206
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 29 მაისი

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგისტრავიო კოდი: 010260020.35.110.016158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

2.    დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება“.

 

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მთელ ტექსტში სიტყვა ,,ზედამხედველობის“ ამოღებულ იქნეს.    

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. მუნიციპალიტეტის   ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, კეთილმოწყობას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის, ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებასა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

დ) მუნიციპალიტეტის დასახელებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების განვითარებას;

ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხზე;

ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;

თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;

ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

ლ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

მ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

ნ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

ო) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

პ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ჟ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

რ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

ს) მშენებლობის ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაზე; მშენებლობის პროექტების შეთანხმებას და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;

ტ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;

უ) დასახელებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას;

ფ) მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზების და თავსებადობის ხელშეწყობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით;

ქ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული ბაზის რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათი გათვალისწინებას;

ღ) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას (გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება);

ყ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენას, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მის საკრებულოში ინიციირებას. აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;

შ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას;

ჩ) მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენასა და პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადებების ინიცირებას;

ც) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათი გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას;

ძ) მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას;

წ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა;

ჭ) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას;

ხ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისთვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას;

ჯ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების განვითარება;“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე