„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 320.030.000.05.001.001.528
  • Word
275
30/06/2004
სსმ, 20, 16/07/2004
320.030.000.05.001.001.528
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 1.08.2001, მუხ. 93) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:

„თავი VI1

რეგულირების საფასური

მუხლი 231. რეგულირების საფასური  სამოქალაქო ავიაციის დარგში

 1. რეგულირების საფასური არის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის ან სამოქალაქო ავიაციის დარგში მის მიერ  განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) 2 პროცენტს. ადმინისტრაციას უფლება აქვს ნორმატიული აქტით დაადგინოს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები საფასური.

2. რეგულირების საფასურის გადახდის წესი დგინდება სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

ა) ადმინისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;

ბ) ადმინისტრაციის მიერ ავიასაწარმოების საქმიანობის რეგულირებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვა;

გ) საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვებისა და საავიაციო სამუშაოების  უსაფრთხოდ და ეფექტიანად განხორციელებაში დაინტერესებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

დ) ადმინისტრაციის საქმიანობის დამოუკიდებლობა და საჯაროობა.

3. რეგულირების საფასურის გადახდა წარმოებს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე ნებართვის მიღებამდე ან ყოველთვიურად.

4. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამოსილების სფეროში.

5. სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა)  2 წლამდე ასაკის ბავშვი;

ბ) საძებნ-სამაშველო სამუშაოების განმახორციელებელი ავიაგადამზიდველი, მაშველი;

გ) ავიაგადამზიდველი, რომელიც ახორციელებს იძულებით დაფრენას (ტექნიკური გაუმართაობის, ამინდის გაუარესებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის გამო), და იძულებით დაფრენასთან დაკავშირებული მგზავრთა მომსახურება;

დ) პირდაპირი ტრანზიტული მგზავრი;

  ე) ადგილობრივი გადაყვანა-გადაზიდვები.

6. პირის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება.“.

4. 24-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, 2005 წლის 1 იანვრამდე მოამზადონ  კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№275-რს