დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016260 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 21/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016182) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური“ 2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი)კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“. 3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, ზედამხედველობის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.‘‘. 4) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს“. 5. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეორგანიზაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები