დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტების − „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018617 |
|
„ტექნიკური რეგლამენტების − „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების − „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტების − „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“. 2. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 16).“. 3. დადგენილებას დაემატოს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 16).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი 16
|
ტექნიკური რეგლამენტი − მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, დროებით საზღვრებში დამტკიცდა „მაჭახელას ეროვნული პარკი“ ხელვაჩაურის ყოფილი სატყეო მეურნეობის, ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობისა და ქედის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ნაწილის ბაზაზე. „მაჭახელას ეროვნული პარკის“ შექმნის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა. 2. „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს მაჭახელას ეროვნული პარკის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. მაჭახელას ეროვნული პარკის დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, 8 733 ჰექტარ ფართობზე, მაჭახელას ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივ საკითხებს. მუხლი 3. მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგების გზით, უზრუნველყოს მაჭახელას ეროვნული პარკის დაფუძნება და ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის სამართავი მექანიზმის ჩამოყალიბება; ბ) მაჭახელას ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლებისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა. 2. ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, ხელი შეუწყოს მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე; დ) მაჭახელას ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა. განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა. წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა. მუხლი 4. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი მაჭახელას ეროვნული პარკი მოიცავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს, საერთო ფართობით − 8733 ჰა. პარკის საზღვრები განსაზღვრულია „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების თანახმად. მუხლი 5. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად, ეროვნულ პარკში, კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში, შეიძლება, მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები. მუხლი 6. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ზონირება გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბ) მართვადი დაცვის ზონა; გ) ტრადიციული გამოყენების ზონა. მუხლი 7. მაჭახელას ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები 1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი შეადგენს - 1178.2 ჰა-ს, რომელიც მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მკაცრი დაცვის ზონის საზღვარი წერტილიდან X733568.8 Y4592222.5 წერტილამდე X737768.2 Y4592432.5 მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. 2. მაჭახელას ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა; გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა (სამარილეების, საკვებურების მოწყობა და სხვა); დ) დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა). ე) სასაზღვრო ზოლის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული საქმიანობისა. მუხლი 8. მაჭახელას ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები 1. ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფართობი შეადგენს − 350.9 ჰა-ს, რომელიც მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მართვადი დაცვის ზონის საზღვარი წერტილიდან X732716.4771 Y4593704.8847 წერტილამდე X733568.8 Y4592222.5 მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ხოლო წერტილიდან X733568.8 Y4592222.5 წერტილამდე X737622.8 Y4593045.6 ესაზღვრება მკაცრი დაცვის ზონას. 2. მაჭახელას ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ვ) ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილებისა, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; კ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; ლ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; მ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სარგებლობისა; ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ო) ხანძრებისგან და მავნებელი დაავადებებისაგან დაცვის მიზნით, ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრისა და გატანისა; პ) ხანძრებისა და მავნებელი დაავადებებისაგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის, სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში, დაკმაყოფილებისა; ჟ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობისა. მუხლი 9. მაჭახელას ეროვნული პარკის ბუნების ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები 1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა შეადგენს 7203,9 ჰა-ს, რომელიც მოიცავს მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით. 2. ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ვ) ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილებისა, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; კ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების სარგებლობისას), „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა; მ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ფუტკრის სკების განთავსებისა, თუ საჭირო არ არის ხე-მცენარეების გაკაფვითი სამუშაოები; ნ) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მწყემსებისთვის და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა; ო) ტყით დაუფარავ ფართობებზე თიბვისა; პ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; ჟ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სარგებლობისა; რ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ს) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა. 3. მაჭახელას ეროვნული პარკის ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და ზოლში საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სასაზღვრო ზონისა და ზოლის რეჟიმის შესაბამისად. მუხლი 10. მიწათსარგებლობა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების ფარგლებში იკრძალება მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა, გარდა „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა. მუხლი 11. ცხოველთა სამყაროს დაცვა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდება განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე. 2. ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია ნადირობა და აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა. 3. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში, საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობათა გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნა ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 12. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის მართვა 1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მეშვეობით. 2. სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასაზღვრო ზოლში პირების გადაადგილებას მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ათანხმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ადგილობრივ ორგანოებთან. მუხლი 13. ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისმოქმედების ვადა დროებითი რეგულირების წესის მოქმედების ვადა ძალაშია მაჭახელას ეროვნული პარკის ახალი სამენეჯმენტო გეგმის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამტკიცებამდე. მუხლი 14. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გამგებლობაში გადაცემა მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გამგებლობაში გადაცემის მომენტად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები