„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 31/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.018615
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
230
27/05/2015
ვებგვერდი, 28/05/2015
230210000.10.003.018615
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/05/2015 - 30/12/2015)

„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №230

2015 წლიდ 27 მაისი

ქ.თბილისი

„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დადგენილებით დამტკიცებული  №1, №3, №4 და №5 დანართებისა  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება, აღნიშნული დანართებით განსაზღვრული ნივთიერებებისა და ნარჩენების რეგულირების ნაწილში, შეჩერდეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე.“.

მუხლი 2
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, 2015 წლის 31 დეკემბრამდე,  უზრუნველყოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ კანონების პროექტების, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტების განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, 2015 წლის 31 დეკემბრამდე,  უზრუნველყოს,  „ცალკეული საშიში ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების  პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად  საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 31 მაისიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი