დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 225 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110010.10.003.018610 |
|
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2014, 010110010.10.003.017882) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ყოველწლიურად უზრუნველყოს სააგენტოსთვის რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში, ქალაქისა და სოფლის მიხედვით, ბუნებრივი მატების წლიური მაჩვენებლების მიწოდება ურთიერთშეთანხმებულ ფორმატში. ამასთან, 2015 წელს მოსაწოდებელი მონაცემები წარმოდგენილი უნდა იყოს 15 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში, ხოლო 2016 და ყოველ მომდევნო წელს მოსაწოდებელი მონაცემები – შესაბამისი წლის 1 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“: ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში − ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში − ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით, იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.“; ბ) მე-5 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი: „31. დანიშნული ფულადი დახმარების გაცემა გრძელდება იმ შემთხვევაშიც, თუ დანიშვნის მომდევნო წლებში, სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემებით, ფიქსირდება ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი, მონაცემების მოწოდების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში და ბენეფიციარის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგიონი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები