დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.018609 |
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2015, 470230000.10.003.018398) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ვ.გ - ვ.ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ვ.გ) შენობის დასუფთავების მომსახურების შესყიდვა; ვ.დ) შენობის დაზიანებული გარე ფასადის მინებისა და საკეტების შეცვლის სამუშაოების შესყიდვა; ვ.ე) მოძრავი ტიხრების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ვ.ვ) ფარდა-ჟალუზების შესყიდვა.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „კ) დაბა ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (ვერტიკალური დაგეგმარების გარეშე); ლ) ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.“. 3. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.ე“, „ვ.ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ვ.დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 13 452.5 ათასი ლარით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები