დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016244 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების I თავის 1-ლი მუხლის 1-პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ“ და ,,ს“ ქვეპუნქტები: ,,რ“ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება. ,,ს“ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (უნგრეთის და ავღანეთის) მებრძოლი ომის მონაწილეების ერთჯერადი ფულადი დახმარება. 2. დადგენილების I თავის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი“ ონკოდაავადებულ ბენეფიციართა ფულადი დახმარება რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას (ქიმიო თერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია). 3. დადგენილების II თავის მე-11 მუხლი და 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. ონკოდაავადებული ბენეფიციართა ფულადი დახმარება, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას (ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია). ,,1“ ონკოდაავადებულების მედიკამენტოზური მკურნალობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარების დახმარებას (მწვავე ან პროგრესირებადი ფორმა). თითეულისათვის 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. 4. დადგენილების II თავის 12-მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1“ დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ერთ ბავშვზე 300 ლარის ოდენობით. 5. დადგენილების II-თავს დაემატოს 181, 182 მუხლები შემდეგი შინაარსით: ,, 181,, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება. 1) დახმარება ითვალისწინებს ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული და გარდაცვლილთა ოჯახების წევრების ერთჯერად ფულად დახმარებას თითოეულისათვის 100 ლარის ოდენობით. 2) დახმარების მისაღებად დახმარების მიმღებმა ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ცნობა კომისარიატიდან ჩერნობილის რეაბილიტაციაში მონაწილეობის შესახებ; გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის შემთხვევაში ოჯახის წევრის პირადობის ასლი; ე) ბანკის ანგარიშის ნომერი. 3) დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. ,,182“ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (უნგრეთის და ავღანეთის) მებრძოლი ომის მონაწილეების ერთჯერადი ფულადი დახმარება. კოდი 200 1) დახმარება ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაწილე მებრძოლთა ერთჯერად ფულად დახმარებას 100 ლარის ოდენობით. 2) დახმარების მისაღებად დახმარების მიმღებმა ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის და ვეტერანობის მოწმობის ასლი; გ) ბანკის ანგარიშის ნომერი. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები