„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.018608
223
27/05/2015
ვებგვერდი, 27/05/2015
120260020.10.003.018608
„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2015 წლის 27 მაისი

ქ.თბილისი

 

„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 120260020.10.003.018026) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა

ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

დავით ებრალიძე  – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ზაზა სოფრომაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

კახა კახიშვილი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

თეიმურაზ მღებრიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლია გიგაური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლევან ძნელაძე – საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ნუგზარ კანდელაკი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

გოჩა ხარშილაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

დავით ფერაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

დავით გრიგალაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

გიორგი ტუღუში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ინგა მაზანაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი