„საქართველოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.018607
222
25/05/2015
ვებგვერდი, 27/05/2015
190020010.10.003.018607
„საქართველოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2014, 190020010.10.003.017716) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით  გათვალისწინებული შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე. შესაბამისად, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 33 ერთეულს.

2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტე­რიტო­რია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტა­ტო განრიგში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფრო­სის მოადგილის ნაცვლად, განისაზღვროს სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილის დამატებით ერთი საშტატო ერთეული. შესაბამისად, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 32 ერთეულს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი