ს.ს."ქუთაისი"-ს განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
ს.ს."ქუთაისი"-ს განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ქუთაისი"
მიღების თარიღი 22/05/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
22/05/2015
ვებგვერდი, 27/05/2015
ს.ს."ქუთაისი"-ს განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე
ს.ს."ქუთაისი"

კრების განცხადება

სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ”  აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს დავალებით იწვევს საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 15 ივნისს, დღის 16 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის მე-7 ჩიხი, №7.

სს ,,ქუთაისის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 21 მაისი.

 

დღის წესრიგი

1. სს ,,ქუთაისის“ რეორგანიზაციის პროცესის – ნატურით გაყოფის დასრულება.

 

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ქუთაისის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებიდან ან დღის წესრიგის ახალი საკითხის დასაყენებლად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 21 მაისის მდგომარეობით.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს ,,ქუთაისის“ რეგისტრატორთან სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის №11. ტელეფონები : 222 53 51; 225 15 60.

 

  

   დირექტორი                                                                    ზ. ცინცაძე