დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის „სოფლის მეორნეობის საკითხებში“ და „კულტურისა და განათლების საკითხებში“ სპეციალისტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.141.016147 |
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის „სოფლის მეორნეობის საკითხებში“ და „კულტურისა და განათლების საკითხებში“ სპეციალისტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საკრებულოს აპარატის „სოფლის მეურნეობის საკითხებში“ და „კულტურისა და განათლების საკითხებში“ სპეციალისტების თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკის, საშუალო განათლების, სასურველია ჰქონდეს უმაღლესი განათლება და კარგად ფლობდეს სახელმწიფო, საშუალოდ სომხურ ენებს.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით (ცნობა ნასამართლეობის შესახებ) დადგენილი პირები. |
მუხლი 2.
დამატებითი მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში |
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატისთვის სავალდებულო არ არის სამუშაო გამოცდილება.
2. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ცოდნა. 3. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, და Internet Explorer-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნების შემდეგ. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები