„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2011 წლის 10 თებერვლის N11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2011 წლის 10 თებერვლის N11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 28/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.43.048.016011
88
28/05/2015
ვებგვერდი, 28/05/2015
010320040.43.048.016011
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2011 წლის 10 თებერვლის N11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
 

აქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №88

2015 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2011 წლის 10 თებერვლის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

1.  „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2011 წლის 10 თებერვლის N11 ბრძანების (www.matsne.gov.ge 16/02/2011.010320040.43.048.016001) XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი XI.

სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს კატეგორიები

 

მუხლი 35. სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს კატეგორიები

1. სამსახურში დადგენილია მოსამსახურეთა  შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს კატეგორიები (შემდგომში - კატეგორია).

2. გადაწყვეტილებას მოსამსახურის კატეგორიის მინიჭებაზე იღებს სამსახურის უფროსი, შესაბამისი კომისიის წარდგინების საფუძველზე.

3. მოსამსახურის მორიგი კატეგორიის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა კატეგორიის მინიჭებიდან გასულია მინიმუმ 1 წელი.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოსამსახურისათვის მორიგი კატეგორიის მინიჭება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

5. დაზვერვის ოფიცრის ორი უმაღლესი კატეგორია მიენიჭებათ მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და/ან ასრულებდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

6. მოსამსახურისათვის მორიგი კატეგორიის მინიჭების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:

ა) მოსამსახურის საქმიანი და პიროვნული თვისებები;

ბ) მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამსახურში არსებული კვალიფიკაციის ამაღლების კურსი;

გ) მუშაობის სტაჟი;

დ) შესაბამისი განათლება;

ე) გამოცდილება;

ვ) ატესტაციის შედეგი.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 6 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი