ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016206
14
22/05/2015
ვებგვერდი, 28/05/2015
010250020.35.144.016206
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2015 წლის 22 მაისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“   63-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,    ქარელის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” (www. Matsne.gov.ge.  18/07/2014;  010250020.35.144.016152)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტები:

,,თ)  საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.

ი) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის № 64 დადგენილების შესაბამისად;

კ)  ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით;

ლ)  საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“;

მ) საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად   უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.".

ბ)  დადგენილებას  დაემატოს  თავი VI  ,,გარდამავალი დებულებები“.

 

თავი VI

გარდამავალი დებულებები

                                                           ელექტრონული  საქმისწარმოების დანერგვა

მუხლი 9.  საკრებულოს აპარატის მიერ  ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა

1.  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული   სისტემის დანერგვა განხორციელდეს 2015 წლის 31 აგვისტომდე.         

 2. ავტომატიზებული  პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“  დანერგვა განხორციელდეს  2016   წლის 01 მაისამდე.          

 3.  განხორციელდეს საკრებულოს აპარატის მოხელეთა  სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

4. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.

 

მუხლი 10.   საკრებულოში ელექტრონული საქმისწარმოების განხორციელება

1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო)   დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის № 64 დადგენილების შესაბამისად.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით.

3. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

4. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი