დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 962 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019133 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №962
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − საქართველოს ეროვნულ არქივს, რომ გადასცეს შპს „ფროჯექთ სითის“ (საიდენტიფიკაციო კოდი −405077606), არა უმეტეს ერთი წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით (პირველი პროექციის გაშვების დღიდან) − 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, 230 კვ.მ და „DEEHUBS LIMITED“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი −603-493-330), არა უმეტეს ერთი წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით − სარეკლამო შემოსავლის 50%-ის ოდენობით, 144 კვ.მ, სსიპ − საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ №01.10.14.005.027) ფასადის ნაწილი, რეკლამის განთავსების მიზნით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ − საქართველოს ეროვნულმა არქივმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები