სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 954
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019122
954
15/05/2015
ვებგვერდი, 28/05/2015
000000000.00.003.019122
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №954

2015 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (08.05.2015, №5/26560), ქალაქ ლაგოდეხში, ქიზიყის ქუჩა №25-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 134.23 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − №54.01.54.032.01.505), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი