დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 952 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019107 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №952
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 385 000 (სამას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი;
გ) სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელს - 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი;
დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას - 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები