დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1000 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019161 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1000
2015 წლის 1 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებებისგატარების თაობაზე
1. საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების მიზნით , დაევალოთ:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 ლიტრი ბიოლოგიური პრეპარატის „bacillus thuringiensis var.israelensis“ შესასყიდად „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 100 000ლარის მიმართვა;
ბ)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 3100 კგ პრეპარატი „სოლფაკის“ შესყიდვა და მისი გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის, შემდეგი ოდენობით:
ბ.ა)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა − 350კგ;
ბ.ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი − 488კგ;
ბ.გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი − 232 კგ;
ბ.დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი − 200 კგ;
ბ.ე)თვითმმართველი ქალაქი ფოთი − 1830 კგ;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს:
გ.ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის„მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ (პროგრამული კოდი: 37 02 04) ფარგლებშიგაატაროს ღია სივრცეში „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებები დაახლოებით 1000 ჰექტარზე;
გ.ბ) ბიოლოგიური პრეპარატით bacillus thuringiensis var.israelensis ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება სამანქანე აგრეგატებით;
დ) საქართველოსგარემოსადა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს,ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისას (საჭიროების შემთხვევაში),ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებაზეზედამხედველობა.
2. ეთხოვოთ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს − თვითმმართველ ქალაქ ფოთს, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებსა დააჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას:
ა) ამგანკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათზე გადაცემულიპრეპარატი „სოლფაკით“განახორციელონ შენობების შიდა ფართობების დამუშავება;
ბ)იმ ადგილებში, სადაც შეუძლებელია სამანქანე აგრეგატების გამოყენება,ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებები განახორციელონ ბიოლოგიური პრეპარატი „bacillus thuringiensis var.israelensis“-ით, რომლის გადაცემასაც უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში შესაბამისი პროგრამული კოდისდამატება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში.
4. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულსსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება მიეცეთ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭიროსახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
5. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების საერთო კოორდინაცია.
6. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საჭიროების შემთხვევაში, განკარგულებით განსახორციელებელი ღონისძიებების განმახორციელებლებისათვის, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სათანადო რესურსის მოძიება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები