დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 998 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019163 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №998
2015 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“.
2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებიდან უზრუნველყოს:
ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ (შემდგომში – კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად 52 500 000 (ორმოცდათორმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების, დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით;
ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის, მექანიკური სატუმბი სადგურებისა და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისთვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძიებების ნაწილობრივ სუბსიდირების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები