დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 997 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019164 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №997
2015 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს:
ა) 469 565,63 (ოთხას სამოცდაცხრა ათას ხუთას სამოცდახუთი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი თიღვის, ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში გადაცემული კოტეჯების სახურავებისა და იატაკის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის;
ბ) 185 299,32 (ას ოთხმოცდახუთი ათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარი, ქ. ახალციხეში, რუსთაველის ქ. №113-ში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, რეაბილიტირებულ შენობებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის, საბავშვო სკვერისა და შენობებთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებისათვის.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები