სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 996
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019150
  • Word
996
18/05/2015
ვებგვერდი, 29/05/2015
000000000.00.003.019150
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №996

2015 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ წარმოდგენილი პროექტი − „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“ (შემდგომში − პროექტი).

2. „საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის №422 განკარგულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ნება დაერთოს სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებებში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, კერძოდ, პროგრამული კოდი: 34 02 01 − არაფინანსური აქტივების ზრდის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი შეამციროს 121 158.75 (ას ოცდაერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარით და აღნიშნული თანხა მიმართოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტის განსახორციელებლად.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.

4. ეთხოვოს მუნიციპალიტეტებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტით გათვალისწინებული საველე ჯგუფებისათვის, სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამუშაო ფართების გამოყოფა.

5. დაევალოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტის შესრულების მიმდინარეობისას, სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, მას გაუწიონ ყველა საჭირო დახმარება, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი