საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 990
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019144
  • Word
990
18/05/2015
ვებგვერდი, 29/05/2015
000000000.00.003.019144
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 990

2015 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა , რომ ფიზიკურ პირებს: მალხაზ ლასურაშვილს (პირადი №31001014801), ნიკოლოზ ლასურაშვილს (პირადი №01024089985), ნინო ლასურაშვილსა (პირადი №01524092726) და ნონა მნათობიშვილს (პირადი №31001014800) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, დიდგორის ქ. №64-ში (ნაკვეთი 20/332) მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.72.14.020.368), აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, სოფელი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე 2230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.72.14.004.083) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2. ფიზიკურმა პირებმა: მალხაზ ლასურაშვილმა, ნიკოლოზ ლასურაშვილმა, ნინო ლასურაშვილმა და ნონა მნათობიშვილმა სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  შესაბამისი დასკვნებით დადგენილი, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა − 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარი გადაიხადონ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვეში. 

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ -მინისტრი                                                            ი . ღარიბაშვილი