სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 989
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019143
989
18/05/2015
ვებგვერდი, 29/05/2015
000000000.00.003.019143
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  №989
2015 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაშიგადაეცეთ, ამავედანართში მითითებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, ამავე დანართით განსაზღვრული, საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ.
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს, საპრივატიზებო თანხის გადახდა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                ი. ღარიბაშვილი