დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 986 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019140 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №986
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისადა სამთო-სათხილამურო კურორტის კეთილმოწყობის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონების ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ (ს/კ № 215096367) დაბა ბაკურიანში ტობოგანის (მთის ციგის) მოსაწყობად პროექტის მომზადებისთვის საკონსულტაციო და საჭირო კვლევის სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები