დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ სამთო ველო ბილიკების (ველო პარკის) მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 981 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019120 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №981
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ სამთო ველო ბილიკების (ველო პარკის) მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალოს სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ სამთო ველო ბილიკების (ველო პარკის) მოწყობასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, სამთო ველო ბილიკების (ველო პარკის) მოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სამშენებლო სამუშაოს შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეთხოვოს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად მოწყობილი სამთო ველო ბილიკების (ველო პარკის) მოვლა-პატრონობა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები