სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 975
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019115
  • Word
975
15/05/2015
ვებგვერდი, 28/05/2015
000000000.00.003.019115
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №975

2015 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტში, როშკა-არხოტის უღელტეხილი - სოფელ ამღას საავტომობილო გზის კმ0+000-კმ26+183 მონაკვეთის და სოფლების, ახიელი-ჭიმღას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კმ0+000-კმ2+164 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2015 წელს განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ - ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო შესაბამისი თანხები, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადებების საფუძველზე.

პრემიერ - მინისტრი   . ღარიბაშვილი