დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.018606 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაწესდეს პოლიციელის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 31 მაისს.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ.მ) სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებისა და უბნის ინსპექტორების საქმიანობის წესს;“. 3. მე-10 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები