„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016438
438
23/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
140130000.22.034.016438
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №438

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან  საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016402) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ინსპექტირების სამსახური;“.

2. მე-8  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე1“ ქვეპუნქტი:

 „ე1)  სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101.  ინსპექტირების სამსახურის კომპეტენცია

ინსპექტირების სამსახურის კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა)  სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;

ბ) მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონმდებლობის დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების აღმოფხვრა და პრევენცია;

გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების  შემოწმება-განხილვა, სამართლებრივი შეფასება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა.“.

4. მე-11 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის ორგანიზება; საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების მოთხოვნის ორგანიზება, მიღება, გაგზავნა და გადაგზავნა დანიშნულებისამებრ; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ბირთვული, რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, შესაბამისი რეაგირების ძალების კოორდინირება;“;

გ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მოსახლეობის ინფორმირებისა და მომზადების ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში;

კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში სპეციალურად უფლებამოსილი პირების გადამზადების ორგანიზება;“;

დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ)  ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება და კონტროლი;“;

ე) „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული და რეგიონული მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავების კოორდინირება;

წ) საგანგებო სიტუაციების შედეგების  სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა და მათი საგანგებო სიტუაციების ზონაში მობილიზების უზრუნველყოფა;“.

5. მე-12 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოში  სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ორგანიზება;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ეროვნულ, ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეებზე ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმების შემუშავების და მათი რეალიზების ორგანიზება;“;

გ) „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ)  მიმართოს სასამართლოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ქ) დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოში ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოკვლევის  ორგანიზება;“.

6. მე-15 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება;

თ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, მოსახლეობის ინფორმირებისა და მომზადების, ასევე საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობის შეტყობინების ორგანიზება და განხორციელება;

ი) ხანძრის პროფილაქტიკის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, აგრეთვე ხანძრის დროს ადამიანების და ქონების გადარჩენის, აგრეთვე დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და განხორციელება;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) საქმისწარმოებასთან (მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო) დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება.“.

7.   დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 მუხლები:

„მუხლი 19.  საკითხი, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სააგენტოს  ქონებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 20.  რეორგანიზაცია  და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური