დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.173.016088 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/05/2015 - 16/06/2015)
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე–8 მუხლისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის თანდართული დებულება დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს გერბის თანდართული ნიმუში დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება
|
| მუხლი 1 |
კონკურსის მიზანია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. |
მუხლი 2.
ზოგადი კრიტერიუმები |
1. კონკურსის აწყობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა. 3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული. 4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში. 5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა; ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა; გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა; დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო). 6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძლევა კონკურსის კოორდინატორი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
მუხლი 3.
საკონკურსო კომისია |
|
მუხლი 4.
კონკურსის გამოცხადება |
ა) ესკიზის პროექტისათვის წაყენებული ძირითადი ჰერალდიკური მოთხოვნები (ესკიზი, შესაბამისი ბლაზონი); ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა; გ) წარდგენის ვადა; დ) საკონკურსო კომისიის მისამართი. 4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არაუადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. |
მუხლი 5.
კონკურსის პირობები |
ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე; ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი; გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ქალაქი ახალციხე“. |
მუხლი 6.
კონკურსის შედეგების დამტკიცება |
|
მუხლი 7.
გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული პრემია |
კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 3000 (ათასი) ლარი. |
მუხლი 8.
კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები |
|
დანართი №2
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბის ნიმუში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები