დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016065 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016047) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი; საზედამხედველო, მათ შორის, მონიტორინგის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; სასურველი - მაკონტროლებელ ან აუდიტორულ სფეროში მუშაობის სტაჟი;“. 2. მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; სასურველი - საზედამხედველო, მათ შორის, მონიტორინგის, მაკონტროლებელ ან აუდიტორულ სფეროში მუშაობის სტაჟი;“. 3. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სექტორში ინსპექტირების ან/და აუდიტორულ სფეროში (სასურველი - საჯარო სექტორის შიდა აუდიტის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები