დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.173.016087 |
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუში და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი დანართი 1-ის, 2-ის, 3-ის და 4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
|
მუხლი 2.
ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება |
|
მუხლი 3.
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის კატეგორიები |
ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სტრუქტურისა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ბ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); გ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ე) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შემოსული, ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად); ვ) ინფორმაცია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ზ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); თ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად); ი) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ - მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად); კ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურის შესახებ, რომელიც დადგენილია ლ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში).
|
დანართი №2
|
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესს და ფორმას. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის გაცემა |
|
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება |
ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
|
მუხლი 5.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები |
|
დანართი №3
|
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუში
|
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე
და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს
მოქ. --------------------------------------------------- მცხ.--------------------------------------------------- ტელ/მობ: ------------------------------------------- ორგანიზაციის დასახელება:------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ -------------------------------------------- (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:
(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) თარიღი: |
დანართი №4
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი
|
| მუხლი 1 |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით |
| მუხლი 2 |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. |
| მუხლი 3 |
წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები