დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016107 |
|
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016003) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,დ.დ“ ქვეპუნქტი. 2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: ,,ლ. ქალაქმშენებლობის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ლ.ა) საორგანიზაციო განყოფილება; ლ.ბ) პროექტირების და ხარჯთაღრიცხვის განყოფილება; ლ.გ) ინსპექტირების განყოფილება.“. 3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: ,,4. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არსებული კანონმდებლობის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება, ყველა სახის ადგილობრივი შემოსავლების-მოსაკრებლების მობილიზაციის ხელშეწყობა და ადმინისტრირება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება, მუნიციპალური ქონების მართვა. ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადება. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება.“. 4. მე-12 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახური უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაციას დაქვემდებარებული და ასაშენებელი ობიექტების შესრულებაზე კონტროლს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას.“. 5. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. მერის თანაშემწე 1. მერის თანაშემწეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერის თანაშემწე უზრუნველყოფს მერის დავალებების და მითითებების შესრულებას. 3. უფლებამოსილების განხორციელებაში კოორდინაციას უწევს, ხელს უწყობს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები