„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016161
20
20/05/2015
ვებგვერდი, 21/05/2015
010250020.35.120.016161
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2015 წლის 20 მაისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 16.03.2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016028) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე, გარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, განისაზღვროს 0.1392 ლარის ოდენობით (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი წელიწადში მიწის 1 კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით, ხოლო ტერიტორიული კოეფიციენტი, გარდა  სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 0,58).

  2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს 0.36 ლარის ოდენობით (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი წელიწადში მიწის 1 კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით, ხოლო ტერიტორიული კოეფიციენტი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1,5).       

 შენიშვნა:

    ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არის ის მიწის ნაკვეთი, რომლის მდებარეობა იწყება სარკინიგზო ლიანდაგიდან 20 მეტრის რადიუსში. 

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან არსებულ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
      დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია