დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 20/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016124 |
|
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 432 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508, სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.015.003) პირველ მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7) შპს „მცხეთის წყალის“ მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0,173 ლარი/მ3, მათ შორის: ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 0,145 ლარი/მ3; ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი - 0,028 ლარი/მ3; ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,033 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის: ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 1,706 ლარი/სულზე/თვეში; ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი - 0,327 ლარი/სულზე/თვეში; გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3,729 ლარი/მ3, მათ შორის: გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 3,129 ლარი/მ3; გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი - 0,600 ლარი/მ3.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები