დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.169.016231 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების 2015 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 თებერვლის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.169.016226) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის №13 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1–ში და დანართ 2–ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. (დანართები დადგენილებას თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. |
|
დანართი 1
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამა
|
თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა |
მუხლი 1.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამა |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2015 წლის პროგრამა (შემდგომში – ,,პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების და ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემის პირობებს 2015 წლის განმავლობაში. |
მუხლი 2.
პროგრამის აქტუალობა |
|
მუხლი 3.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია:
|
მუხლი 4.
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები |
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
|
თავი II
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის პრიორიტეტები და სოციალური ღონიძიებები |
მუხლი 5.
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის პრიორიტეტები |
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი; 4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი; 6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი; 7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი; 8. ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს; გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილის ოჯახი ; 9. უპატრონო მიცვალებული. 11. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე. 12. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი და მონაწილე. 13.ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე. |
მუხლი 6.
სოციალური ღონისძიებები |
სოციალური ღონისძიებებია:
|
მუხლი 7.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიება |
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებაა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემა. |
თავი III
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა |
მუხლი 8.
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის დაფინანსება |
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 612000 ლარი. |
მუხლი 9.
მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა |
ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის). |
მუხლი 10.
სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია: |
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი . ვ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი. ზ) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შესახებ.
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი. თ) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შესახებ.
ა) განცხადება; ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა; გ) მეურვის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობა; ე) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა; ვ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ზ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; თ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი. ი) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შესახებ.
ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობები ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობა; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა; დ) ერთ–ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ე) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი შესახებ.
ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობა; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ვ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი. ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შესახებ.
ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობა; გ) მშობლის დაბადების მოწმობა; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი. თ) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შესახებ .
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ე) ადმინიტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა;
ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ბინის მესაკუთრის, ყოველთვიური ბინის ქირის დანიშვნის შემთხვევაში); გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა (ოჯახის ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში); ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან (ყოველთვიური ბინის ქირის დანიშვნის შემთხვევაში); ზ) ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ყოველღვიური ბინის ქირის დანიშვნის შემთხვევაში)
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ა) გარდაცვალების მოწმობა; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა.
11. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
12. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
13. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; (ფორმა № 100); დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. |
მუხლი 11.
სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა |
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეში. ( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2015 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად);
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში (ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2015 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად); 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2015 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად); 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2015 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად); 5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 300(სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე; 6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2015 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად); 7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2015 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად); 8. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2015 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად); 9. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2015 წლის I, II, XII თვეებში. ( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2015 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად); 10. ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ბინის ქირის დასაფარად, კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე; 11. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე– 300 ლარი ერთჯერადად; 12. უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი ერთჯერადად; 13. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად; 14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად. 15. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე - 100 (ასი) ლარი ერთჯერადად; 16. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე - 100 (ასი) ლარი ყოველთვიურად. |
მუხლი 12.
სოციალური ღონისძიებების დაფინანსება |
1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
2. ამბოლატორიულ- სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე. 3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე. |
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
მუხლი 13.
პროგრამების განხორციელების მექანიზმი |
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება, შეჩერდება და გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
2. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის თანხის მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში, მოქალაქის მიერ გახსნილ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ანგარიშზე. 4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე. 5. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. 6. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 100 000 და ნაკლებია. 7. 2014 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2015 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ბიუჯეტში. |
მუხლი 14.
პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები |
1. საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.
2. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. |
მუხლი 15.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადაა 2015 წლის 01 იანვარიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 16.
პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა |
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. |
მუხლი 17.
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები |
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა; 3. დაგეგმილი და ფაქტიური მონაცემების შესაბამისობა; 4. სოციალური დახმარების გაცემის ვადები. |
მუხლი 18.
პროგრამის განხორციელების შედეგი |
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:
1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა; 2. უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა; 3. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება; 4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; 5.სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები