„ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018604
219
18/05/2015
ვებგვერდი, 19/05/2015
300160070.10.003.018604
„ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2015 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების  ძირითადი  დებულებების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს  მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2014 წ., 300160070.10.003.017677) დამტკიცებული  ტექნიკური  რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი