„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.018602
217
18/05/2015
ვებგვერდი, 19/05/2015
280120000.10.003.018602
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2015 წლის 18 მაისი

ქ.თბილისი

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილებით დამტკიცებული წე­სით გათვალისწინე­ბული ღონისძიების შეუფერხებელი და სრულ­ფასოვანი ადმინის­ტრირების მიზნებისათვის:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ - შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასა და განმეორებით გადამოწმებასთან დაკავ­ში­რებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წე­სის დამტკიცება;

ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკო­ნომი­კური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცება;

ბ.გ) მონაცემთა ბაზის ფორმირების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭი­რო ადმინისტრაციულ-სა­მარ­თლებრივი აქტების მომზადება და გა­მო­ცე­მა;

გ) ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,  საქართვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სო­ცი­ა­­ლური მომსახურების სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“:

ა) მე-2 მუხლში:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოჯახი ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდ­მივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქ­მიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენ­ლობაში არ გაითვალისწინება:

ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდე­ბული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განა­ჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

ბ.გ) ვადიან სამხედრო სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);

ბ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასუ­ლი პირი;

ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარ­­დაცვლილად გამოცხადებული პირი;

ბ.ვ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმ­წი­ფო კმაყოფაზე მყოფი პირი;“;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) დემოგრაფიული ცვლილება - ოჯახის წევრთა შემადგენლობის ცვლილება.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირება

მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პრო­ცე­სია და მოიცავს:

ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას;

ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფა­სე­ბას;

გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას;

დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.“;

გ) თავი III-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა“;

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სო­ციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას,  მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.“;

დ.ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და  ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვე­ვა­ში;“;

ე) მე-9 მუხლის:

ე.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ან რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის იმ მონაცე­მების კორექტირება, რომელთა შეცვლაც გამოიწვევს სარეიტინგო ქუ­ლის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონო­მი­კური მდგომარეობის შეფასებიდან, მომდევნო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავ­ლობაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით, სააგენტოს უფლება­მოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა­მარ­­თლებრივ აქტს. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული შეცდომის (ხარვეზის) გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ცვლილების/დამატების შეტანა შესაძლებელია, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ან დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა გაკეთებულია აქტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვ­ლის შემდეგ, კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონო­მიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯა­ხის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას), ავტომატუ­რად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯა­ხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფა­სების გარეშე და ახალი სარეიტინგო ქულის გადათვლა მოახდინოს, ოჯახის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.“;

ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რო­მე­ლიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯა­ხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვ­ლას,  მიიღოს გადაწყვეტილება, სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების  თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სა­რეი­ტინგო ქულის შეცვლა დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მი­ყე­ნებული ზიანის ფარგლებშიც.“;

ვ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები

1. მონაცემთა ბაზის გამართულ ფუნქციონირებაზე, მუდმივ განახლებაზე, ანალიზსა და დამუშავებაზე პასუხისმგებელია სააგენტო.

2. მონაცემთა ბაზის დამუშავება და ინფორმაციის გენერირება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.“;

ზ) მე-10 მუხლის  მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახის წევრის ან უფლე­ბამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგო­მა­რეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, ან ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება ოჯახის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და/ან ოჯახის წევრთა შემადგენლობის შეცვლას და/ან ოჯახის შემოსავლების შეცვლას, შეუწყვიტოს ოჯახს რეგისტრაცია მონაცემთა ბა­ზა­ში, ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში, ძალას კარგავს ოჯა­ხის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოჯახი კარგავს უფლებას, რომ მომ­დევნო ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით მოითხოვოს მო­ნა­­ცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ამ პუნქტის მიზნებისათვის, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა და/ან განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის აკრძალვა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) არასწორი და/ან ყალბი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში,  მოხდა უფრო დაბალი სარეიტინგო ქულის მინიჭება;

ბ) ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შესრულების შემთხვევაში, განხორციელდებოდა მინიჭებული სარეიტინგო ქულის გაზრდა.

21. სააგენტო უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შე­სა­ბამისად, ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზ­ნით, მომ­დევ­ნო ერთი წლის განმავლობაში, განმეორებითი რეგისტრა­ციის აკ­რძა­ლ­­ვის გაუქმების შესახებ.“;

თ) მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა, სააგენტოს მიერ მონაცემების კორექტირების თაობაზე, ინდივი­დუ­ა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დღის მე-15  კალენდარული დღე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კორექტირების შესახებ გამოცემულია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო­მარეობის შეფასების თარიღიდან არა უმეტეს 16 კალენდარული დღის განმავლობაში, მაშინ სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო­მარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე  კალენ­დარული დღე.

5. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ღებულობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს.“;

ი) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს 121 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 121.  გარდამავალი დებულებები

2015 წლის პირველი მაისიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­­ციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის და/ან სააგენტოს ინიციატივით, მიუხედავად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიმართვისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი მაისიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი