დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 216 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.018601 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 280120000.10.003.018378) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) დაფიქსირებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების 11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 2. დადგენილებას დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 1. სააგენტომ უზრუნველყოს 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ტესტირების რეჟიმში შეფასებული (შესწავლილი) ოჯახების (შინამეურნეობების) შესახებ მოპოვებული მონაცემების შეტანა (ასახვა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 30 აპრილი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები