,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-13/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016326
01-13/ნ
19/05/2015
ვებგვერდი, 19/05/2015
470230000.22.035.016326
,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-13/ნ

2015 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები):
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრისა), აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი (ოქმიდან ამონაწერი) მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.“.

2. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:

ა) თუ პირი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში;

ბ) თუ პირი შვილად იქნა აყვანილი;

გ) თუ პირს დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;

დ) თუ პირი მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად;

ე) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;

ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სრული ზოგადი განათლების მიღების დასრულების შემდეგ;

ზ) თუ პირი გარდაიცვალა;

თ) დაწესებულების თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინებიდან 6-კვირიანი ვადის გასვლისას, ვერ ხერხდება პირის ადგილსამყოფლის დადგენა;       

ი) თუ პირი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში;

კ)  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლაში გადაყვანისას;      

ლ) კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პირი აღარ საჭიროებს ამ მომსახურებით სარგებლობას ან/და თუ სახეზეა ამავე პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.“;

ბ) მე-4 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შშმ სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერებისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);“.

3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:                    

   ,,მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი 

2015 წლის 1 ივლისამდე ლიცენზირებულ სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარების შეფასება და შემდგომი ჩარიცხვა მოხდეს 2016 წლის 1 იანვრამდე.’’.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო