დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N31 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016099 |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/12/2014; 190020020.35.147.016081) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ხარჯები განისაზღვროს 1 788.9 ათასი ლარით
გ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
დ) დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. 4.1 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.1.1მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულის ოჯახზე ფინანსური დახმარება კანონმდებლობის თანახმად. 4.1.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყოველი ახალშობილის ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით. 4.1.3 მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ გარდაცვლილის ოჯახზე 500 ლარის ოდენობით. 4.1.4 კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა დახმარება ზამთრის სეზონისთვის (პროგრამული კოდი 06 01 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში, თითოეულ კოტეჯზე სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით. 4.1.5 იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის საახალწლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 06) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საახალწლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარება 60 ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში. 4.1.6 პირები რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი (პროგრამული კოდი 06 01 07) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კონფლიქტის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაფინანსება 200 ლარის ოდენობით. 4.1.7 80 და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 08) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება 200 ლარის ოდენობით. 4.1.8 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 09) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება 200 ლარის ოდენობით. 4.1.9 სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 10) ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმური და ურგენტული ოპერაციები, მისი ღირებულების 30% ფარგლეში, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 4.1.10 დევნილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრიზეთი, 5 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. 2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. ე) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 12. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ასიგნებები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები