დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016100 |
|
,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/12/2014; 190020020.35.147.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ ვ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) გარდაცვლილის დევნილობის მოწმობის ასლი“; გ) დადგენილებით დამტკიცებული მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მარჩენალდაკარგულ (დედ-მამით ობოლ) პირთა დახმარება“. დ) დადგენილებით დამტკიცებული მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული (დედ-მამით ობოლი) პირები, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით“. ე) დადგენილებით დამტკიცებული 111 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) - ასეთის არსებობის შემთხვევაში“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული 112 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50- კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი)“. ზ) დადგენილებით დამტკიცებული 113 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწევათ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ დაავადების განსაკუთრებით რთული ფორმა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე“. თ) დადგენილებით დამტკიცებული 113 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) მიმართვა (სოცილაური მომსახურების სააგენტოდან) - ასეთის არსებობის შემთხვევაში“; ი) დადგენილებით დამტკიცებული 113 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 3. ჰორმონო თერაპიის დაფინანსების შემთხვევაში პირმა (პაციენტმა) დამატებით უნდა წარმოადგინოს რეცეპტი და გადახდის ქვითარი ან ანგარიშფაქტურა“. კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება“. ლ) დადგენილებით დამტკიცებული მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 12. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. ამ წესის 111 და 113 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო გჯუფი). 4. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაცის/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას“. მ) დადგენილებით დამტკიცებული მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს“. ნ) დადგენილებით დამტკიცებული მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდ. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები