დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016236 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილების (www.matsne.gov.ge 24.10.2014, 010260020.35.158.016184) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის - „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“ შევიდეს ცვლილება და დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზის და მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან და გამგეობასთან; ბ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; გ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის გამოკითხვასა და სახალხო განხილვების ჩატარებას; დ) ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისას ამზადებს წინადადებებს დასახლებულ პუნქტებში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევეს მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ; ვ) აწარმოებს შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების მიზნით ინფორმაციის მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის შედგენას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები