დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016235 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილების (www.matsne.gov.ge 17/07/2014, 010250020.35.158.016161) პირველი მუხლით დამტკიცებულ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. გამგებლის წარმომადგენელი: ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებლივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას: ე) გამგებელს აწვდის ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასებული პროგრამების და ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ; ვ) მონიტორინგს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს; ზ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში; თ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს; ი) ხელმოწერით ადასტურებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ყიდვა - გაყიდვის თაობაზე შედგენილ აქტს; კ) სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად ახორციელებს ოჯახში ვიზიტს, ესწრება ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების პროცესს და ხელს აწერს ოჯახის დამატებითი შეფასების ოქმს; ლ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; მ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები