დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 928 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019092 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №928
2015 წლის 1 4 მაისი
ქ. თბილისი
„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები