დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 904 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019104 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №904
2015 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
| მიხეილ ჯანელიძე | – | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
|
| დავით ჯალაღანია | – | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
|
| კონსტანტინე ზალდასტანიშვილი | – | საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში;
|
| კობა მამულაშვილი | – | საქართველოს თავდაცვის ატაშე ავსტრიის რესპუბლიკაში და სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, პოლკოვნიკი;
|
| ნოდარ კერესელიძე | – | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
|
| მარიამ გაბუნია | – | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
|
| ლევან ტაბატაძე | – | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი;
|
| თორნიკე ნოზაძე | – | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
|
| ირინე დარჩია | – | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
|
| გიორგი წაქაძე
| – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
|
| სოფიო მუჯირი | – | სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე;
|
| სოფიო კერესელიძე | – | სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
|
| ნინო ჩიქოვანი | – | საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი;
|
| ეკა ყუბუსიძე | – | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი;
|
| ანი ვაშაყმაძე
| – | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“ |
2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 24 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები