„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტტეის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016232
27
15/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
010250020.35.108.016232
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტტეის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2015 წლის 15 მაისი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტტეის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016202) შეტანილ  იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  (საჯარო და კერძო სკოლები)  დაწყებითი – I და II  კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა (ჰიპერაქტივობისა და   ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია, სქოლიოზი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი